მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებები გოდერძო ჩოხელის მოთხრობაში ,,ღმერთის შვილები“
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.41საკვანძო სიტყვები:
ანბანი, რწმენა, ეროვნული თვითმყოფადობა, სინდისი, დარდიანოტაცია
მოთხრობაში ასახულია მეორე მსოფლიო ომი და ბრძოლის ველზე მყოფი საპყარის ამბავი, რომელიც ფრონტის ხაზიდან წერილებით ამხნევებს სოფელში დაბრუნებულ დაჭრილ მეგობარს. მოთხრობაში მრავლად გვხვდება სხვადასხვა მხატვრული ხერხი, რომელთა საშუალებით იგი ემოციური და საინტერესოდ აღსაქმელია. გოდერძი ჩოხელი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით, განსაკუთრებით სიმბოლოების გამოყენებით, ყურადღებას ამახვილებს ქართული იდენტობის უმნიშვნელოვანეს ცნებებზე - ანბანი, რწმენა, ეროვნული თვითმყოფადობა, სინდისი.
ერთია მოთხრობის შინაარსი, მეორე კი - რა საშუალებებს, რა ხერხებს მიმართავს ავტორი მკითხველზე ზემოქმედებისათვის. თითოეული სიტყვის ძალა დამოკიდებულია აზრის სამოსელზე, გულმოდგინედ შერჩეული სიტყვების ძალაზე. მოთხრობის შესწავლამ საშუალება მოგვცა გამოგვევლინა ის ენობრივი საშუალებები, რომლებიც მოთხრობის მხატვრულ გამომსახველობით ნიშნებს გამოკვეთს. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სიმბოლოები; ასევე დიალექტური ლექსიკა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება პერსონაჟთა მეტყველებაში, თუმცა ავტორისეულ თხრობაშიც დასტურდება: ,,ბიჭო, შე კაი ადამიანო და კაი უდურზე აწყობილო“... ,,დედამიწაზე სამართალი სულ გამაილია, დაძინებულ დევს რო ჯიბეში ხელებს მიფათურები, ჰა?!“ აბა, შამამხედე, საით ამცდება?“ ,, მაშინ ჯიელები ვიყავით და ჯიელის იღბალი თავისი სიჯიელეა. ყოველდღე იღბალს რო მისტიროდა, როგორც ჩანს, ჯიელსაც ისევე სჭირდება იღბალი, როგორც ბებერს“.
პერსონათა მეტყველებაში ასევე უხვად გვხვდება ანდაზები და ხალხური სასაუბრო ფრაზები: ,,ვისაცა სცალია და იმან ცივი წყალი დალიოს“; ,,უგვანო ბუზი იქ ბზუისო, სადაც ტყუილი ტყუისო“; ,, - რასა ვშვრები და გულსა ვხარშავ დარდის ბალღამში“.
გოდერძი ჩოხელი ექსპრესიულობის გასაძლიერებლად ხშირად იყენებს გამეორებას: ,,სიკვდილისა არც მშინებია და არც მეშინია“; ,,ნახე, დევოო, ნახე, დევოო, როგორ შემომიბღვირა!“ ,,... ღმერთამ ისიც კი იცის, გულისგულში რო სიყვარული იმალება, იმ სიყვარულის გულისგულში რა სიყვარულია და იმ სიყვარულის გულისგულში რა სიყვარულია“; ,,როგორია, კაცი ხარ თუ დევი ხარ...“
ტროპული საშუალებებიდან მრავლად გვხვდება შედარების მაგალითები: „მაგრამ საპყარი რო შენსავით დევგარეული ვერ გაიზარდა“; ,,უკუნ ღამეში სანთლებივით გვინათენს ეს ხეები გზას“; ,,ანგელოზები ბროწეულივით წითელ თხილს კრეფდნენ და ღმერთს სთავაზობდნენ“; ,,იმისმა ანგელოზივით გულმა კი ისე შეწყვიტა ფეთქვა, ისევ ეძინა ლევანს“.
უხვად გამოყებენული მხატვრული საშუალებები მოთხრობაში ის სულიერი გზამკვლევია, რომელიც მკითხველს ადამიანურ ფასეულობებზე – მიტევებაზე, თანაგრძნობაზე, სითბოსა და რწმენაზე აფიქრებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გვენცაძე, ალ. (1991), ზოგადი სტილისტიკა, გამომცემლობა ,,განათლება”, თბ.
ღლონტი, ალ. (1988), ქართული ენის ლექსიკოლოგია, გამომცემლობა ,,განათლება”, თბ.
წიგნაძე, შ. (2023); უარყოფითი ემოციის გამოხატველი ზოგი სტილისტიკური კატეგორია გოდერძი ჩოხელის რომანებში. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. №1 (36), გამომცემლობა ,,მერიდიანი”, თბ.
საანალიზო წყარო:
ჩოხელი. გ., (2022) პროზა, პოეზია, წერილები; თბილისი, გამომცემლობა,,პალიტრა L”.


