აფრიკატები აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში

აფრიკატები აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში

ავტორები

  • ელვირა ასლანოვი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.24

საკვანძო სიტყვები:

აფრიკატები, თანხმოვნები, აზერბაიჯანული ენა, დიალექტი, სისინა და შიშინა თანხმოვნები, ისტორიულ-ენოვანი ზემოქმედება, თურქული ენები

ანოტაცია

აზერბაიჯანული ენის ფონეტიკური სისტემა, განსაკუთრებით მისი დიალექტური დონე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენობრივი მრავალფეროვნების და ენის განვითარების კვლევაში. სალიტერატურო აზერბაიჯანულ ენაში აფრიკატული თანხმოვნების რაოდენობა შეზღუდულია და მოიცავს ორ ტიპს — [č] (ყრუ) და [ǯ] (მჟღერი), რომლებიც აქტიურად გამოიყენება მეტყველების ყველა პოზიციასა და მორფოლოგიურ ფორმებში. აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში კი ფიქსირდება დამატებით ორი აფრიკატი — [c] და [ȝ], რომლებიც სალიტერატურო ენაში არ გვხვდება და მხოლოდ დიალექტურ მეტყველებაში გამოიყენება. აღნიშნული აფრიკატები სხვადასხვა სიტყვების პოზიციებსა და სუფიქსებში გვხვდება, რაც მათ მნიშვნელოვან ფუნქციურ როლს უსვამს ხაზს დიალექტურ დონეზე.

მკვლევრების აზრით, მათი წარმოშობა დაკავშირებულია ისტორიულ-ენოვან ზემოქმედებებთან, კერძოდ, ხაზარების, ყივჩაღების, მონღოლებისა და კავკასიურ ენებთან ურთიერთობების გამო. აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში ასევე ფიქსირდება აფრიკატების ჯაჭვური ტრანსფორმაციები, სადაც შიშინა აფრიკატები [č] და [ǯ] გადაიქცევიან სისინა ვარიანტებად [c] და [ȝ].

ამ ცვლილებებმა წარმოშვა მრავალრიცხოვანი რეგიონული ვარიანტები და პარალელური ფონემური სისტემები, რაც აჩვენებს აზერბაიჯანული ენის ფონეტიკისა და დიალექტოლოგიის მდიდარ და მრავალსაფეხუროვან ბუნებას. [c] და [ȝ] აფრიკატები არ წარმოადგენს მხოლოდ დიალექტურ ფენომენს, არამედ ეთნოლინგვისტური და ისტორიული პროცესების მნიშვნელოვანი ანარეკლია, რომელიც აფართოებს ჩვენს ცოდნას აზერბაიჯანული ენის განვითარებისა და რეგიონული მრავალფეროვნების შესახებ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Акбаев, Ш.Х. (1971). Сравнительно-исторической метод в тюркологии и генезис балкарского цоканья // Сов. тюркология, №2

Баскаков, Н.А (1960). Тюркские языки. Москва: Изд-во восточной литературы

Велиев, С.А. Гаджиев, Т.И. (1966). О двух диалектных фактах // Вопросы диалектологии тюркских языков. Т.IV. Баку: Изд-во АН Азерб. ССР

Гаджиева, Н.З. (1979). Тюркоязычные ареалы Кавказа. Москва: «Наука»

Гарипов, Т.М (1979). Кыпчакские языки Урало-Поволжья. Опыт синхронической и диахронической характеристики. Москва: Наука,

Гукасян, В.Л. (1978). Значение Закавказских источников в изучении истории азербайджанского языка дописьменного периода // Сов. тюркология, , №2, с.19-33

Исламов, М.И. (1979). Роль диалектных данных в изучении истории азербайджанского языка // Совещание по общим вопросам диалектологии и истории языка. Тез. докл. и сообщ. Москва.

Кабардино-Балкарский научно-исследовательский институт. (1962). Материалы и исследования по балкарской диалектологии, лексике и фольклору: Тексты. Переводы. Комментарии. Словарь (А. Ю. Бозиев, Ред.). Нальчик: Кабардино-Балкарское книжное издательство.

Махмутова, Л.П. (1978). Опыт исследования тюркских диалектов. Мишарский диалект татарского языка. Москва: Наука

Серебренников, Б.А. Харькова, С.С. (1983). О некоторых эффективных методах исследования проблемы родства тюркских и монгольских языков // Сов. тюркология., №5

Тенишев, Э.Р. (1980). Сергей Ефимович Малов (К столетию со дня рождения) // Сов. тюркология,. №6

Ширалиев, М.Ш. (1965). Кыпчакские элементы в азербайджанском языке // Исследования по грамматике и лексике тюркских языков. Ташкент: Наука

Hüseynov A. (1958). Azərbaycan dialektologiyası. Bakı: APİ nəşriyyatı

Əzizov, E. (2016). Azərbaycan dilinin tarixi dialektologiyası. Bakı: Elm və Təhsil. s.77-78

Qukasyan V.L. (1983). Azərbaycan dilinin təşəkkül tarixinə dair qeydlər. Azərbaycan filologiyası məsələləri. Bakı: Elm

Deny, J., Grønbæk, K., Scheel, H., Togan, Z. V. (რედ.). (1959). Philologiae Turcicae Fundamenta. Tomus Primus. Wiesbaden: Franz Steiner Verlag.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-09

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...