შარდის ბუშტის პირველადი მუცინოზური ადენოკარცინომა - კტ და მრტ დიაგნოსტიკა

შარდის ბუშტის პირველადი მუცინოზური ადენოკარცინომა - კტ და მრტ დიაგნოსტიკა

ავტორები

  • ნუნუ პერტია უროლოგიის ეროვნული ცენტრი
  • ნათია ბურჯანაძე უროლოგიის ეროვნული ცენტრი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.07

საკვანძო სიტყვები:

adenocarcinoma, bladder, mucinous, CT, MRI

ანოტაცია

შარდის ბუშტის პირველადი ადენოკარცინომა არის საკმაოდ იშვიათი ნეოპლაზია, რომელიც შეადგენს შარდის ბუშტის პირველადი ავთვისებიანი წარმონაქმნების 0.5-2%-ს. პირველადი ადენოკარცინომის ქვეჯგუფებს შორის ერთ-ერთია მუცინოზური ტიპი, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით შარდის ბუშტის პირველადი ადენოკარცინომების მხოლოდ ერთ მეხუთედს შეადგენს.

წარმოდგენილ კლინიკურ შემთხვევაში პაციენტი არის 69 წლის მამაკაცი, ულტრაბგერით კვლევაზე გამოვლინდა ქსოვილოვანი წარმონაქმნი ინტრა და პარავეზიკულურად. აღნიშნული წარმონაქმნის დეტალური შეფასების მიზნით პაციენტს ჩაუტარდა მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. პაციენტს ჩაუტარდა წარმონაქმნის ტრანსურეთრული რეზექცია. მიღებული მასალის მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით დადასტურდა შარდის ბუშტის პირველადი მუცინოზური ადენოკარცინომის დიაგნოზი.

დაიგეგმა ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის კურსი. მკურნალობის დაწყებამდე ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქიმიოთერაპიის კურსი და იგეგმება რადიკალური ცისტექტომია.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-15

როგორ უნდა ციტირება

პერტია ნ., & ბურჯანაძე ნ. (2024). შარდის ბუშტის პირველადი მუცინოზური ადენოკარცინომა - კტ და მრტ დიაგნოსტიკა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5), 48–51. https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.07

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...