მეორედ დაბადებული ტყუპისცალის ეფექტი

მეორედ დაბადებული ტყუპისცალის ეფექტი

ავტორები

  • დავით ცხომელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ლაშა ჭელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნატალია ჭილაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თინათინ გოგიჩაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.14

საკვანძო სიტყვები:

twins, second-born, monozygotic, effect

ანოტაცია

ჩვენი კვლევის მიზანი იყო გვეპოვა რაც შეიძლება მეტი განმასხვავებელი ნიშანი მონოზიგოტურ ტყუპისცალებს შორის, რისთვისაც გამოვიყენეთ სპეციალური კითხვარები და მათზე უშუალო დაკვირვების მეთოდები. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ დიზიგოტურ ტყუპებზეც, თუმცა უფრო მეტად ყურადღება გავამახვილეთ იდენტურ ტყუპისცალებს შორის არსებულ კონკორდანტობასა და დისკონკორდანტობაზე. დავასკვენით, რომ სპეციალური მინიშნებების საშუალებებით შეიძლება ადამიანებს გავუადვილოთ ტყუპისცალების ერთმანეთისაგან გარჩევა და იმის დადგენა, რომელია პირველი დაბადებული ტყუპისცალი და რომელი მეორე. ასევე ამოიცნონ რომელია მათ შორის ლიდერი და რომელი მათგანი ახერხებს შედარებით უფრო ხშირად ორივე ტყუპისცალისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საკეისრო კვეთით დაბადებულ ტყუპისცალებს შორის რომელი ტყუპისცალია პირველი დაბადებული და რომელი მეორე რთული გამოსაცნობი აღმოჩნდა და, ამ მხრივ, ჩვენც გვქონდა გარკვეული პრობლემები მათი იდენტიფიცირების თვალსაზრისით. გარდა ამისა დავინტერესდით როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ტყუპისცალებს ინფექციური დაავადებების მიმართ, განსაკუთრებით კი COVID-19-თან დაკავშირებით, და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს დაავადება უფრო მძიმედ მაინც პირველ დაბადებულ ტყუპისცალში მიმდინარეობდა. ასევე, შედარებით ხშირად ეს დაავადება პირველად პირველ დაბადებულ ტყუპისცალს ემართებოდა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული გარკვეული მონაცემებისა, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ ეს საკითხი უფრო ფართომასშტაბიან კვლევას მოითხოვს. რაც შეეხება ზრდასრულ ტყუპებს, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ COVID-19, აქ იყო ისეთი შემთხვევები როდესაც პირველად დაბადებულ ტყუპისცალმა საკმაოდ მსუბუქად გადაიტანა COVID-19, ხოლო მეორედ დაბადებულს საერთოდ არ გადაუტანია აღნიშნული ინფექციური დაავადება. ამ გარემოებაში აღსანიშნავია ის, რომ ტყუპისცალები აცრილნი იყვნენ COVID-19-ზე, წინა შემთხვევებში კი ძირითადად სკოლის მოსწავლეები იღებდნენ ექსპერიმენტში მონაწილეობას. რაც შეეხება არაიდენტურ ტყუპებს დაახლოებით იგივე შედეგი მივიღეთ COVID-19-თან დაკავშირებით, რა შედეგიც გვქონდა იდენტურ ტყუპებშიც. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ ტყუპების ხელწერაზე, რამეთუ ცნობილია, რომ იდენტურ ტყუპებსაც კი, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე გარეგნობა და გენეტიკა, არ გააჩნიათ ერთნაირი ხელწერა. ადამიანებს შეუძლიათ დააკოპირონ სხვისი ხელწერა, მაგრამ ვერასოდეს დაწერენ იდენტური გზით. ექსპერტები ამბობენ, რომ ჩვენს ხელწერას ბევრის თქმა შეუძლია ჩვენზე, მათ შორის ჯანმრთელობასა და მოტორულ უნარებზე.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

დავით ცხომელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი

ლაშა ჭელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი

ნატალია ჭილაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი

თინათინ გოგიჩაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი

წყაროები

D. Tskhomelidze, N. Chiladze, N. Kukchishvili, A, Liluashvili, E. Barjadze, M, Abisonashvili - MODERN VISION ABOUT TWINS; SOCIAL, ECOLOGICAl & CLINICAL PEDIATRIC, N-21-16-15; 2019, pp77-79;

D. Tskhomelidze. Twins and COVID-19; SOCIAL ECOLOGICAL & CLINICAL PEDIATRICS, N22-17-16; 2020, pp.52-55;

D. Tskhomelidze, St. Olaniyan Ibraheem Olaniyi, Ramires Jaga Taquidir. TWINS IN AFRICA-MODERN VISION ABOUT TWINS; SOCIAL, ECOLOGICAl & CLINICAL PEDIATRIC, N-21-16-15, 2019, pp80-81;

D. Tskhomelidze. ABOUT SOME PECULIARITIES of TWINS; INTERNATIONAL JOURNAL OF PEDIATRICS, TBILISI 2021, N1, pp. 48-50;

D. Tskhomelidze, Iv. Surmava, Aatira Thomas. HOW TO IDENTIFY TWINS; INTERNATIONAL JOURNAL OF PEDIATRICS, TBILISI 2024, N1, pp. 61-63;

D. Tskhomelidze, N, Chiladze, V. Gorgadze. Journal of the Georgian Pediatric Cardiology Association N11, Tbilisi 2017, pp 43-44;

https://www.youtube.com/results?search_query=astronaut+twins;

https://www.youtube.com/watch?v=5J8QOEsELOY;

https://www.youtube.com/watch?v=-kdTXkxtN9I;

https://www.google.com/search?q=famous+identical+twins&rlz=

https://www.google.com/search?q=handwriting+of+twins&sca._

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-03-11

როგორ უნდა ციტირება

ცხომელიძე დ., ჭელიძე ლ., ჭილაძე ნ., & გოგიჩაძე თ. (2024). მეორედ დაბადებული ტყუპისცალის ეფექტი. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 90–94. https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.14

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...