ანტიჰისტამინების მარკეტინგული კვლევა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.11საკვანძო სიტყვები:
Antihistamine, marketing research, Georgiaანოტაცია
საქართველოში რეგისტრირებული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების რიცხვი დღითიდღე მატულობს. შესაბამისად, იზრდება მომხმარებელთა ინტერესი მათ მიმართ. ასევე იზრდება ფარმაცევტის როლი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების სწორად შერჩევასა და გამოყენების შესახებ. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ანტიჰისტამინური პრეპარატების მარკეტინგული კვლევა. პრეპარატის შეძენისას მოსახლეობის უმრავლესობა მიმართავს თვითმკურნალობას. ამიტომ საჭიროა მოსახლეობას უფრო ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებზე და სწორად წარიმართოს მათი სარეკლამო კამპანია. ფარმაცევტის მიმართ ნდობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც მათ ავალდებულებთ მუდმივად გაიღრმაონ ცოდნა და კვალიფიციური ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს კონკრეტული პრეპარატის შესახებ.
Downloads
წყაროები
დ.ა. ხარკევიჩი „ფარმაკოლოგია“ 2008წ.
ვ.ერიშვილი „სოციალური ფარმაცია“. 2001წ.