ქვედა კიდურების ოსტეოართროზის მკურნალობა და რეაბილიტაცია ტრაქციული თერაპიის მეთოდით

ქვედა კიდურების ოსტეოართროზის მკურნალობა და რეაბილიტაცია ტრაქციული თერაპიის მეთოდით

ავტორები

  • გიორგი შავიანიძე
  • მარინა შავიანიძე
  • თამარ ვალიშვილი
  • გიორგი ლომიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.29

საკვანძო სიტყვები:

Lower limb extension, treatment, rehabilitation, osteoarthritis, Tskaltubo

ანოტაცია

ოსტეოართროზი სახსრების დისტროფიული დაავადებაა, შედარებით ნელი პროგრესირებითა და არამკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკით. კლინიკურად ოსტეოართროზი ხასიათდება მექანიკური ტიპის ტკივილის სინდრომით, რომელიც განპირობებულია ხრტილოვანი ქსოვილის ამორტიზაციული თვისებების დაქვეითებით. მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა 100 პაციენტი, ძირითადად ქვედა კიდურების სახსრების დაზიანებით. 43 პაციენტს აღენიშნებოდა დაავადების 1 სტადია, 48-ს მე-2 სტადია, 9-ს მე-3 სტადია Kolgren-ის მიხედვით. სინოვიტი აღენიშნებოდა 50 პაციენტს. პაციენტები გაყოფილ იყვნენ 2 ჯგუფად. 1 ჯგუფის პაციენტებს (50 კაცი) უტარდებოდათ ქვედა კიდურების დაჭიმვა წყალტუბოს სუსტად რადონულ აზოტურ მინერალურ წყალში. კურსზე 8-10 ტრაქცია და 10-12 მინერალური აბაზანა. მე-2 ჯგუფის (50 კაცი) პაციენტები იღებდნენ წყალტუბოს სუსტად რადონულ აზოტურ 20 წუთიან მინერალურ აბაზანას, კურსზე 20-23 აბაზანა. ზოგად კლინიკურ გამოკვლევებთან ერთად იკვლევდნენ ანთების პროცესის აქტივობის მაჩვენებლებს. შემაერთებელი ქსოვილის დესტრუქციულ პროცესებზე მსჯელობდნენ ცილა შემცველი გლიკოზამინგლიკანების და სისხლის შრატში ოქსიპროლინის შემცველობით. გამოკვლეულ იქნა სისხლის მიმოქცევა ქვედა კიდურებში და კუნთოვანი ტონუსი. კლინიკურ, ლაბორატორულ-ბიოქიმიურ და ფუნქციონალურ მაჩვენებლებს ადარებდნენ მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ. ტრაქციისა და ბალნეოთერაპიის შედეგად მიღებული მაჩვენებლების შედარებისას ორივე შემთხვევაში აღინიშნებოდა დადებითი ცვლილებები, თუმცა ყველაფერი ეს მეტად გამოხატული იყო ბალნეოთერაპია-ტრაქციის შემთხვევაში. ამრიგად, ქვედა კიდურების ტრაქცია მინერალურ წყალში აუმჯობესებს ბალნეოთერაპიის ეფექტურობას ოსტეოართროზით დაავადებულ პაციენტების მკურნალობასა და რეაბილიტაციაში.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Miller B. Rjavina V. and etc. /Questions of Kurortology/ 1981;6:53-54.

Filchagin N. /Laboratory work/ 1982; 1:34-37.

Shanaev P. /Laboratory work/ 1987; 5:283-285.

Egsmose C., Lung B., Bach Andersen R. /Scand.J.Rheum.-1984; 24(4):238-242.

Leivseth G., Torstensson J., Keikeras O./ Clin.sci.-1989; 76(1):113-117.

Weber J., Rigoll U./Med.Sport.-1986; 26(7):212-214.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-27

როგორ უნდა ციტირება

შავიანიძე გ., შავიანიძე მ., ვალიშვილი თ., & ლომიძე გ. (2023). ქვედა კიდურების ოსტეოართროზის მკურნალობა და რეაბილიტაცია ტრაქციული თერაპიის მეთოდით. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 132–137. https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.29

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...