არტერიული წნევის და ნატრიუმის ექსკრეციის ცირკადული რიტმი მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.03.03საკვანძო სიტყვები:
metabolic syndrome, salt-sensitivity of blood pressure, salt-sensitive hypertension, circadian rhythm, renal sodium excretionანოტაცია
მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზია ცნობილია როგორც ყველაზე მძიმე, მკურნალობის მიმართ რეზისტენტული და ფატალური გართულებების მაღალი სიხშირის მქონე ფორმა. ამ ტიპის ჰიპერტენზია უფრო ხშირია მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში. გაუკუღმართებული ცირკადული რიტმი ე.წ. „non-dippers” („არამყვინთავები“) ფენომენი სავარაუდოდ წარმოადგენს კარდიოვასკულური ავადობისა და სიკვდილობის მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა არტერიული წნევის ცირკადულ რიტმს, მარილმგრნობიარე ჰიპერტენზიას და მეტაბოლურ სინდრომს შორის ურთიერთკავშირის დადგენა. ჩვენ შევისწავლეთ ესენციური ჰიპერტენზიის I სტადიის (JNC VIII), საშუალო ასაკის 92 ეთნიკურად ქართველი პაციენტი. ყველა პაციენტს ჩაუტარდა ანთროპომეტრია, არტერიული წნევის მონიტორინგი და განესაზღვრა შარდში ნატრიუმის 24 საათიანი ექსკრეცია. ყველა პაციენტს ჩაუტარდა მარილმგრძნობიარობის ტესტი. არტერიული წნევის ცირკადული რიტმი შესწავლილ იქნა წნევის 24 საათიანი მონიტორინგის საფუძველზე. ნატრიუმის თირკმლებით გამოყოფის ცირკადული რიტმი შეფასდა დღის და ღამის ნატრიურეზის შედარებით და მათი თანაფარდობის გამოთვლით. მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი დაისვა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის (IDF9) რეკომენდაციების საფუძველზე. ჩვენმა შედეგებმა გამოავლინა ეთნიკურად ქართველ ჰიპერტენზიით დაავადებულებში სუფრის მარილის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი. ასევე აღმოჩნდა, რომ მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზია ასოცირებულია არტერიული წნევის „არამყვინთავ“ ტიპთან და უფრო ხშირია მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში. ვვარაუდობთ, რომ ნატრიუმის შეზღუდვამ შეიძლება ნაწილობრივ აღადგინოს არტერიული წნევის ნორმალური ცირკადული რიტმი. ნატრიუმის მიღების შემცირება შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპონენტი არტერიული წნევის შესამცირებლად პაციენტებში მეტაბოლური სინდრომის რისკ-ფაქტორებით.
Downloads
წყაროები
Bihorac A, Tezcan H, Ozener C, Oktay A, Akoglu E. Association between salt sensitivity and target organ damage in essential hypertension; Am J Hypertens. 2000; 13(8):864-72.
Chen J, Gu D, Huang J, Rao DC, Jaquish CE, Hixson JE, Chen CS, Chen J, Lu F, Hu D, Rice T, Kelly TN, Hamm LL, Whelton PK, He J, GenSalt Collaborative Research Group; Metabolic syndrome and salt sensitivity of blood pressure in non-diabetic people in China: a dietary intervention study; Lancet. 2009; 7; 373 (9666):829-35;
Centonza L, Giovanna C, Chianca R, Busca G, Golin R, Zanchetti A, Stella A. Short-term analysis of the relationship between blood pressure and urinary sodium excretion in normotensive subjects. Clin Sci (Lond). 2000; 98:495–500.
Darr R., Bursztyn M., Pamporaki C., Peitzsch M., Siegert G., Bornstein S. R., Eisenhofer G. Dipping in Ambulatory Blood Pressure Monitoring Correlates With Overnight Urinary Excretion of Catecholamines and Sodium. J. Clin. Hypertens (Greenwich). 2016; 1–6.
Ertuglu LA, Elijovich F, Laffer CL, Kirabo A. Salt-Sensitivity of Blood Pressure and Insulin Resistance. Front Physiol. 2021 Dec 13;12:793924.
Fukuda M, Munemura M, Usami T, Nakao N, Takeuchi O, Kamiya Y, Yoshida A, Kimura G. Nocturnal blood pressure is elevated with natriuresis and proteinuria as renal function deteriorates in nephropathy Kidney Int. 2004; 65(2):621-5.
Gangwisch JE. A review of evidence for the link between sleep duration and hypertension. Am J Hypertens. 2014; 27:1235–42.
Goldberg RJ, et al. Time of onset of symptoms of acute myocardial infarction. Am J Cardiol.1990; 66(2):140–144.
Guerrero-Romero F, Rodriguez-Moran M: Concordance between the 2005 International Diabetes Federation definition for diagnosing metabolic syndrome with the National Cholesterol Education Program Adult Treatment Panel III and the World Health Organization definitions. Diabetes Care 2005; 28:2588-2589.
Hassan MO, Jaju D, Albarwani S, Al-Yahyaee S, Al-Hadabi S, Lopez-Alvarenga JC, Rizvi SG, Comuzzie AG, Bayoumi RA. Non-dipping blood pressure in the metabolic syndrome among Arabs of the Oman family study. Obesity (Silver Spring). 2007 Oct;15(10):2445-53.
Kimura G., Dohi Y., Fukuda M. Salt-sensitivity and circadian rhythm of blood pressure: the keys to connect CKD with cardiovascular events. Hypertension Res. 2010.33:515-520.
Lemmer B, Oster H, The Role of Circadian Rhythms in the Hypertension of Diabetes Mellitus and the Metabolic Syndrome; Curr Hypertens Rep. 2018 May 5;20(5):43
Luft FC, Weinberger MH. Heterogeneous responses to changes in dietary salt intake: the salt-sensitivity paradigm. Am J Clin Nutr 1997; 65:612S–7S.
Manfredini R, et al. Circadian variation in stroke onset: identical temporal pattern in ischemic and hemorrhagic events. Chronobiol Int. 2005; 22(3):417–453.
MLG Correia, Metabolic syndrome and blood pressure: the salty connection Journal of Human Hypertension, 2007; 21:427–430.
Thosar SS, Butler MP, Shea SA. Role of the circadian system in cardiovascular disease. J Clin Invest. 2018 Jun 1;128(6):2157-2167.
Schillaci G, Pirro M, Vaudo G, Gemelli F, Marchesi S, Porcellati C,Mannarino E: Prognostic value of the metabolic syndrome in essential hypertension. J Am Coll Cardiol 2004, 43:1817-1822;
Smolensky MH, Hermida RC, Castriotta RJ, Portaluppi F. Role of sleep-wake cycle on blood pressure circadian rhythms and hypertension. Sleep Med 2007; 8:668–80.
Solocinski K., Gumz M. L. Development of hypertension – clinical impact of dysregulation of circadian rhythms and implications for treatment. ChronoPhysiology and Therapy 2015; 5:27–35.
Uzu, Takashia; Kimura, Genjirob; Yamauchi, Atsushic; Kanasaki, Masamia; Isshiki, Keijia; Araki, Shin-ichia; Sugiomoto, Toshiroa; Nishio, Yoshihikoa; Maegawa, Hiroshia; Koya, Daisuked; Haneda, Masakazue; Kashiwagi, Atsunoria; Enhanced sodium sensitivity and disturbed circadian rhythm of blood pressure in essential hypertension; Journal of Hypertension 2006; 24(8):1627-1632.
Yanai H, Tomono Y, Ito K, Furutani N, Yoshida H, Tada N. The underlying mechanisms for development of hypertension in the metabolic syndrome; Nutrition Journal 2008; 7:10
Yatabe MS, Yatabe J, Yoneda M, Watanabe T, Otsuki M, Felder RA, Jose PA, Sanada H. Am J Clin Nutr. 2010; 92(1):77-82.