ადამიანური რესურსების (HR) მართვა და ადმინისტრირება ჰოსპიტალურ სექტორში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.11საკვანძო სიტყვები:
human resources, management, administration, hospital sectorანოტაცია
ჯანდაცვის სისტემის საკადრო რესურსების რაციონალური გამოყენება დამოკიდებულია ადამიანური რესურსების (HR) დეპარტამენტის მართვის ევროპულ სტანდარტებზე. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანური რესურსების მართვა დამოკიდებულია კადრების მენეჯერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციის დონეზე. შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს ესაჭიროებათ უწყვეტი განათლება, რომლის შედეგია სამედიცინო დაწესებულების ეფექტური მუშაობა და პაციენტთა ხარისხიანი მომსახურება. სამედიცინო დაწესებულებების (HR) დეპარტამენტის ინტერესია სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სპეციალისტებისა და მენეჯერების მუშაობა. პროფესიული დონის ამაღლებას ხელს უწყობს კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიები, რომლის საშუალებით ხორციელდება აზრთა გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ჩართვა კლინიკის ადმინისტრირებაში. ჰოსპიტალურ სექტორში HR დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ფაქტორი, როგორიცაა: აღნიშნულ სფეროში კონკურენცია, სამედიცინო კადრები, რომელიც კლინიკამ უნდა მოიძოს, გადახდისუნარიანობა, და სხვა მრავალი. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჯანდაცვის სფეროში თითოეული რგოლი ურთიერთლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან - დაცულია გუნდურობის პრიორიტეტი. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ადამიანური რესურსების (HR) მართვა და ადმინისტრირება ჰოსპიტალურ სექტორში არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა და გარანტია მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობის მიწოდებისა.
Downloads
წყაროები
ბაქრაძე.გ. ჯანდაცვის სფეროში მენეჯმენტის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები. დისერტაციის მაცნე. თბილისი. 2014.
გერზმავა.ო. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი. (2018)
შუბლაძე. გ., ნანიტაშვილი. მ. ბიზნესის საფუძვლები, სახელმძღვანელო (2011).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2 წლიანი ანგარიში. 2012-2014.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში. თბილისი 2013.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა. საქართველო. 2007.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შრომის ბაზრის მოთხოვნების კომპონენტის კვლევა. 2015. თბილისი
● https://moh.gov.ge/- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
● https://www.who.int/- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
● www://rama.moh.gov.ge/ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო