საშვილოსნოს ტანის მოპროლიფერაციე ლეიომიომების სტრომულ - სისხლმილოვანი პარამეტრები რეპროდუქციული პერიოდის ქალებში ასაკობრივ ასპექტში

საშვილოსნოს ტანის მოპროლიფერაციე ლეიომიომების სტრომულ - სისხლმილოვანი პარამეტრები რეპროდუქციული პერიოდის ქალებში ასაკობრივ ასპექტში

ავტორები

  • მარინა ფაილოძე
  • მინდია იობაშვილი
  • კახა ტატუნაშვილი
  • თეიმურაზ ჯორბენაძე
  • ირმა ჯიქია
  • სერგო მათითაშვილი
  • ანზორ გოგიბერიძე
  • მანანა მახარაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.031

საკვანძო სიტყვები:

Stromal-vascular parameters, proliferative leiomyomas, reproductive period

ანოტაცია

საშვილოსნოს ტანის ლეიომიომა არის უცნობი ეტიოლოგიის სიმსივნე, რომლის სიხშირე მერყეობს 5,4%-დან 77,0%-მდე და პაციენტთა 80.0%–ს მთელი სიცოცხლის მანძილზე აწუხებს ეს პრობლემა. მიუხედავად დღემდე არსებული კვლევებისა, ლეიომიომის ეტიოლოგია ჯერ კიდევ დიდწილად უცნობია და მკურნალობის სტრატეგია შეზღუდულია ამ დაავადების პათოგენეზის შესახებ ინფორმაციული სიმწირის გამო.  

კვლევის ამოცანები და მეთოდები: 1. ლეიომიომის კვანძების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ფერადი დოპლეროგრაფიული კარტირებით და რეზისტენტობის ინდექსის გამოვლენით. 2. ჰისტოსტრუქტურის დასადგენად პრეპარატების შეღებვა ჰემატოქსილინითა და ეოზინით. 3.ექსტრაცელულური მატრიქსის გამოვლენისთვის პრეპარატების შეღებვა მასონის ტრიქრომით. კვანძში ფიბროზული ცვლილებების პროცენტული მაჩვენებელი შეფასდა ImageJ პროგრამის გამოყენებით MASSON'S TRICHROME-ით შეღებილი პრეპარატების დამუშავებით სპეციალური ალგორითმის მეშვეობით. 4.იმუნოჰისტოქიმიურად ანგიოგენეზის შეფასება CD34 მარკერის გამოყენებით. სისხლის მილების მორფომეტრიული ანალიზი ჩატარდა პროგრამა CellProfiler-ის სპეციალური ალგორითმით. მიღებული შედეგები დამუშავდა მათემატიკური სტატისტიკის კომპიუტერულ პროგრამათა პაკეტით – SPSS-21. სანდოობის შესამოწმებლად გამოყენებულ იქნა პირსონის x2.

დასკვნები:

  1. საშვილოსნოს ლეიომიომის კვანძების წინა პერიოდში ხდება სისხლძარღვთა გადაკეთებული კოლექტორის ჩამოყალიბება მკვეთრი ვასკულარიზაციით, რომელიც წარმოადგენს „სარეცელს“ და ქმნის იდეალურ გარემოს ლეიომიომის ზრდა–განვითარების პროცესში; 1სმ–მდე კვანძების ზრდა მიმდინარეობს დიფუზიის გზით მოსაზღვრე კუნთოვანიდან კოლექტორის ფარგლებში, როგორც დამოუკიდებელი ავტონომიური ერთეული, კვანძებს შიდა ანგიოგენეზის სიმწირის პირობებში (ანგიოგენეზი 45%, RI-0.48).
  2. მოპროლიფერაციე ლეიომიომის 2სმ–მდე კვანძებში აღინიშნება შინაგანი (კვანძსშიდა) ვასკულარიზაციის მატება, რაც ადასტურებს ანგიოგენეზის აქტიურ როლს ლეიომიომის ზრდა–განვითარების პროცესში;
  3. ლეიომიომების ზრდასთან ერთად 3სმ–მდე, როგორც კვანძების მოსაზღვრე კუნთოვანში (RI-0.61), ისე კვანძებს შიდა ქსოვილში აღინიშნება ანგიოგენეზის შემცირება6%–მდე, (RI-0.63); ხოლო 4სმ–მდე კვანძებში ანგიოგენეზის მკვეთრი დაცემა მოსაზღვრე კუნთოვანში (RI-0.53) და კვანძსშიდა ქსოვილში 15.8%–მდე (RI-0.42). აღნიშნული ფაქტი ადასტურებს ლეიომიომის ზრდა–განვითარების პროცესში, კოლექტორის ფარგლებში, წარმოქმნილი გადაკეთებული სისხლძარღვების რესურსის სრულ ამოწურვას კვანძებში ჰიპოქსიური მდგომარეობის ჩამოყალიბებით.
  4. მოპროლიფერაციე, მცირე მზარდ ლეიომიომებში ფიბრობლასტების პროლიფერაციული აქტივობა ექსტრაცელულური მატრიქსის ჩამოყალიბებით და ფიბროზიული ქსოვილის გამრავლება პირდაპირპროპორციულ კავშირშია პაციენტის ასაკთან – 30წ–მდე მათი სიმცირით, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად მოცულობის მატებით.
  5. იმუნოჰისტოქიმიურად (SD 34-ის ექსპრესიით) კვანძებში ახალგაზრდა ასაკში გამოვლენილი სისხლძარვების რაოდენობის და ფართობის მაღალი მაჩვენებელი, ხოლო სისხლძარღვების დიდი დიამეტრი 41–49წწ პაციენტებში, ადასტურებს ანგიოგენეზის აქტივაციას ახალგაზრდა ასაკში უპირატესად მცირე კალიბრის არტერიების (არტერიოლების) და კაპილარების წარმოქმნით, რაც წარმოადგენს კვანძების აქტიური ზრდის საფუძველს ახალგაზრდა ასაკში, განსხვავებით 41–49წწ პაციენტებისგან სისხლძარღვების საშუალო დიამეტრის მაღალი ინდექსით;
  6. მცირე დიამეტრის სისხლძარღვების არსებობა მიუთითებს უწვრილესი კაპილარების გამრავლების მაქსიმალურ უნარზე და ანასტომოზების წარმოქმნის შესაძლებლობებზე.  კაპილარები, როგორც უწვრილესი მილები, წარმოდგენილი ენდოთელიუმის მხოლოდ ერთი შრით, ხელს უწყობენ ქსოვილებში ჟანგბადის და ნივთირებათა ცვლის აქტივაციას და წარმოადგენენ ლეიომიომის ზრდა-განვითარების მოლეკულური მექანიზმების მნიშვნელოვან რგოლს.
  7. მოპროლიფერაციე ლეიომიომების ზომების ზრდასთან ერთად ექსტრაცელულური მატრიქსის მოცულობის მატება ანგიოგენეზის დაქვეითებით და ჰიპოქსიის განვითარებით იწვევს კვანძში ზრდა–განვითარების შეფერხებას რემისიული პერიოდის დადგომით.
  8. გასათვალისწინებელია სისხლძარღვების თვითგანახლების, დიფერენციაციის, რეგენერაციის მაღალი პოტენციალი და მუდმივი აქტიური ცვალებადობა საშვილოსნოს ტანში და კვანძის ფარგლებში, როგორც ჰორმონდამოკიდებული პროცესი ახალი გადაკეთებული სისხლძარღვების ფორმირების მხრივ, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს რეციდივის განვითარებაში. ამასთან, არ არის გამორიცხული კვანძსშიდა ჰიპოქსიის და ექსტრაცელულური მატრიქსის აქტიური ჩართულობა გადაკეთებული სისხლძარღვების წარმოქმნის პროცესში.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Amy L. Alexander, Anna E. Strohl, Stephanie Rieder, Jane Holl, Emma L. Barber, Examining Disparities in Route of Surgery and Postoperative Complications in Black Race and Hysterectomy, Obstetrics & Gynecology, 10. 1097/AOG. 0000000000002990, 2019; 133 (1):6-12.

Bingnan Chen, Liyang Zhang, Di Wang, Jiapo Li, Yue Hou, Tian Yang, Na Li, Chong Qiao, Nomogram to predict postpartum hemorrhage in cesarean delivery for women with scarred uterus: A retrospective cohort study in China, Journal of Obstetrics and Gynaecology Research, 10.1111/jog.14354, 2020; 46 (9):1772-1782.

Cramer SF, Mann L, Calianese E, Daley J, Williamson K. Association of seedling myomas with myometrial hyperplasia. Hum Pathol 2009; 40:218 – 225.

Di Spiezio Sardo A, Mazzon I, Bramante S, Bettocchi S, Bifulco G, Guida M, et al. Hysteroscopic myomectomy: a comprehensive review of surgical techniques. Hum Reprod Update. 2008;14(2):101–119.

Falcone T, Parker WH. Surgical management of leiomyomas for fertility or uterine preservation. Obstet Gynecol. 2013;121(4):856–68.

Farrer-Brown G, Beilby JO, Tarbit MH. The vascular patterns in myomatous uteri. J Obstet Gynaecol Br Commonw. 1970; 77:967 – 975.

Folkman J. Angiogenesis. Annu Rev Med 2006; 57:1–18.

Horree N, van Diest PJ, van der Groep P, Sie-Go DM, Heintz AP. Hypoxia and angiogenesis in endometrioid endometrial carcinogenesis. Cell Oncol 2007; 29:219 – 227.

Islam MS, Protic O, Giannubilo SR, Toti P, Tranquilli AL, Petraglia F, Castellucci M, Ciarmela P. Uterine leiomyoma: available medical treatments and new possible therapeutic options. J Clin Endocrinol Metab. 2013 Mar;98(3):921-34. doi: 10.1210/jc.2012-3237. Epub 2013 Feb 7. PMID: 23393173.

Mazzon I, Favilli A, Grasso M, Horvath S, Di Renzo GC, Gerli S. Is Cold Loop Hysteroscopic Myomectomy a Safe and Effective Technique for the Treatment of Submucous Myomas With Intramural Development? A Series of 1434 Surgical Procedures. J Minim Invasive Gynecol. 2015;22(5):792–8.

Mayer A, Höckel M, Wree A, Leo C, Horn LC, Vaupel P. Lack of hypoxic response in uterine leiomyomas despite severe tissue hypoxia. Cancer Res. 2008 Jun 15;68(12):4719-26. doi: 10.1158/0008-5472.CAN-07-6339. PMID: 18559518.

Shynlova O, Dorogin A, Lye SJ. Stretch-induced uterine myocyte differentiation during rat pregnancy: involvement of caspase activation. Biol Reprod 2010; 82:1248 – 1255.

Vilos GA, Allaire C, Laberge PY, Leyland N; SPECIAL CONTRIBUTORS. The management of uterine leiomyomas. J Obstet Gynaecol Can. 2015 Feb;37(2):157-178. doi: 10.1016/S1701-2163(15)30338-8. PMID: 25767949.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-09-06

როგორ უნდა ციტირება

ფაილოძე მ. ., იობაშვილი მ. ., ტატუნაშვილი კ. ., ჯორბენაძე თ. ., ჯიქია ი. ., მათითაშვილი ს. ., … მახარაძე მ. . (2022). საშვილოსნოს ტანის მოპროლიფერაციე ლეიომიომების სტრომულ - სისხლმილოვანი პარამეტრები რეპროდუქციული პერიოდის ქალებში ასაკობრივ ასპექტში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6). https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.031

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...