სწავლების პროცესში ღირებულებითი ორიენტაციების პრობლემა
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.44საკვანძო სიტყვები:
მორალი, ზნეობრიობა, არჩევანის უფლება, ქცევა, შეფასება, თვითშეფასება, მეთოდთა სისტემაანოტაცია
ადამიანების ღირებულებები, მეტწილად ისტორიული დროით, სასიცოცხლო ციკლითა და პიროვნული მახასიათებლებით არის განსაზღვრული. პიროვნების ღირებულებით ორიენტაციებში მორალს უმთავრესი ადგილი უკავია. იგი ზნეობრივ ღირებულებებთან კონცენტრირდება და ზნეობრიობით არის განპირობებული. გადავხედეთ რა პრობლემის სირთულეს, ვხვდებით, რომ სასწავლო- პედაგოგიურ საქმიანობას დიდი ძალისხმევა სჭირდება სწორი ორიენტაციების ჩამოყალიბებისათვის. თანამედროვე მოთხოვნების და სიტუაციების ფონზე სასურველია უპირატესობა მივანიჭოთ დასავლურ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოყენებულ ულტრათანამედროვე მეთოდებს. ის ფაქტიურად მეთოდთა სისტემაა, რომელიც მოიცავს მთლიან აღმზრდელობით პროცესს. ჩვენი ამოცანის კონკრეტულ გზად მივიჩნიეთ მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა ტიპის ოჯახების წარმომადგენლებთან ღირებულებით-ზნეობრივი ელემენტების ვარიანტული სწავლება და მასთან დაკავშირებული აღზრდის შინაარსის განხორციელება. ჩვენმა საცდელ-ექსპერიმენტულმა საქმიანობამ დაგვანახა, რომ მიზანმიმართული პედაგოგიური ღონისძიებანი მნიშვნელოვნად აჩქარებს მოსწავლეთა ზნეობრივ შეხედულებათა ჩამოყალიბების პროცესს
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კილაძე ი., მოსწავლის პიროვნებაზე მასწავლებლის ზემოქმედების ზოგიერთი ასპექტი; კრებ. „თავისუფალი პიროვნების განვითარებისათვის“, თბილისი. 1996 წ.
ორჯონიკიძე ნ., მოსწავლის პიროვნების ღირებულებითი ორიენტაციები, როგორც მოქალაქეობრივი შეგნების პირობა; ჟურნ. „ინტელექტი“, 1999 წ.
რატიანი ს., ქართული საზოგადოებრივი ღირებულებები. ღია საზოგადოება საქართველო. 2006 წ.
Schwartz S. H.&Bilsk W.,(1987). Toward a Universal Psychological Structure of human values. Journal of Personality end Social Psychologi, 4: 550-562