ჰარკნესის მეთოდი ინგლისური ენის კითხვის უნარის სწავლებაში

ავტორები

  • სოფიო მორალიშვილი შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • იზოლდა ჩხობაძე შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.23

საკვანძო სიტყვები:

ჰარკნესის მეთოდი, კითხვის სწავლება, ინტერაქტიული, რეფლექციური

ანოტაცია

წარმოდგენილი სტატია იკვლევს „ჰარკნესის“ ინოვაციურ მეთოდს როგორც დინამიკურ მიდგომას ინგლისური ენის კითხვის უნარის სწავლებაში. ექსეტერის აკადემიის პროგრესული საგანმანათლებლო ფილოსოფიიდან მომდინარე ჰარკნესის მეთოდი გულისხმობს სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას მრგვალი მაგიდის დისკუსიების მეშვეობით, რომელიც ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ტექსტების ანალიზსა და დისკუსიაში. ჰარკნესის მეთოდი თავდაპირველად განვითარდა ფილიპ ეგზეტერის აკადემიაში 1930-იან წლებში. ის წარმოადგენს სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას სწავლების პროცესში და ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობით, დისკუსიაზე დაფუძნებულ სწავლებაზე. მეთოდის ავტორია ედვარდ ჰარკნესი, დემოკრატიული სწავლების მხარდამჭერი. სწავლების ტრადიციული მიდგომისაგან განსხვავებით, რომლებიც მასწავლებლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, ჰარკნესის მიდგომა ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, თანამშრომლობით ანალიზს და ღრმა გააზრებას, სტუდენტებს აყენებს დისკუსიის ლიდერებისა და მონაწილეების როლში. მოცემული კვლევა სწავლობს ჰარკნესის მეთოდის ეფექტურობას ინგლისური ენის კითხვის უნარების გაუმჯობესებაში, ამტკიცებს მის პროდუქტიულობას სტუდენტებში ინტერპრეტაციის, კრიტიკისა და ლიტერატურის ანალიზის უნარების გამომუშავებაში. მონაცემების ხარისხობრივი დამუშავების შედეგად, სტატია აჩვენებს, თუ როგორ აუმჯობესებს ეს პედაგოგიური სტრატეგია არა მხოლოდ კითხვის, არამედ კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარებსაც. სტატიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჰარკნესის მეთოდი გვთავაზობს ტრადიციული კითხვის სწავლების პერსპექტიულ ალტერნატივას, რაც მას ღირებულ ინსტრუმენტად აქცევს მასწავლებლებისთვის, რომელთათვის ძირითადი მიზანია ინტერაქტიული სწავლება და რეფლექციური საკლასო გამოცდილების შექმნა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Brookfield, S. D. (2017). Becoming a Critically Reflective Teacher. Jossey-Bass.

Carlsson-Paige Nancy, (2009). Taking Back Childhood, 1st edition (978-0452290099) Published by Plume.

Exeter, P. (2020). The Harkness Method: A Student-Centered Approach to Education. Phillips Exeter Academy.

Kolb, D. A. (2014). Experiential Learning: Experience as the Source of Learning and Development. Pearson Education.

Kukulska-Hulme, A., Bossu, C., Coughlan, T., Ferguson, R., FitzGerald, E., Gaved, M., Herodotou, C., Rienties, B., Sargent, J., Scanlon, E., Tang, J., Wang, Q., Whitelock, D., Zhang, S. (2021). Innovating Pedagogy 2021: Open University Innovation Report 9. Milton Keynes: The Open University

ჩამოტვირთულია: Innovating Pedagogy | Open University Innovation Reports

Moralishvili S. Kuprashvili L. & Akhvlediani, M. (2020). Distant Teaching and Learning for the Foreseeable Future: Georgian Universities’ Students and Professors Perspective. European Journal of Social Science Education and Research, 7(2), 78–87. https://doi.org/10.26417/895bbg57k

Schleicher, A. (2018). World Class: How to Build a 21st-Century School System. OECD Publishing.

How to develop independent student discussion

https://voice21.org/how-to-develop-independent-student-discussion/

Marcus, S. (Ed.). (2006). A world of fiction: Twenty timeless short stories (2nd ed.). Pearson Longman.

Wagner, T. (2012). Creating innovators: The making of young people who will change the world. Scribner.

Wiggins, G., & McTighe, J. (2005). Understanding by design (Expanded 2nd ed.). Association for Supervision and Curriculum Development (ASCD).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

მორალიშვილი ს., & ჩხობაძე ი. (2024). ჰარკნესის მეთოდი ინგლისური ენის კითხვის უნარის სწავლებაში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 204–212. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.23

გამოცემა

სექცია

საგნის სწავლების მეთოდიკა