დილემებით სწავლების როლი სწავლა-სწავლებაში

ავტორები

  • მანანა ბოჭორიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუშეტის საჯარო სკოლა

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.15

საკვანძო სიტყვები:

დილემა, ღირებულებითი განათლება, თავისუფალი არჩევანი, ემოციები

ანოტაცია

დილემებით სწავლება ის სასწავლო აქტივობაა, რომელიც დიდად შეუწყობს ხელს იმ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტით განისაზღვრა.

 დილემას, გადატანითი მნიშვნელობით,  უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი იძულებულია, მისთვის არასასურველი მდგომარეობიდან აირჩიოს ერთ-ერთი.

 დილემებით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს მიეკუთვნება.

 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეთა აღჭურვას არა მხოლოდ ცოდნით, არამედ ამ ცოდნის გამოყენების უნარით ცხოვრებაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. აქედან გამომდინარე, დილემებით სწავლების მიზანია, მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დილემებით სწავლებისას ყველაზე მეტად არის შესაძლებელი გამოვიყენოთ ე. წ. „ VaKE’’-ის მეთოდი, რაც გულისხმობს „ღირებულებით განათლებას’’, ანუ, ცოდნისა და ფასეულობების შეპირაპირებას.

 როგორც დილემებით, ასევე VaKE-ის მეთოდით სწავლებას აქვს ერთი და იგივე თეორიული საფუძველი, ორივე მათგანი კონსტრუქტივიზმს ეყრდნობა, მაგრამ აქ სიახლეა ის, რომ მოსწავლემ დაინახოს ის პრობლემები, რომელიც მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას უკავშირდება.

 დილემებით სწავლების როლი ჩვენი აზრით ისიცაა, რომ მოსწავლეს მისცეს  არჩევანის შესაძლებლობა, რაც თავისუფალი პიროვნების აღზრდის აუცილებელი პირობაა და ემოციები გაუმძაფროს , რასაც უდიდესი როლი აქვს სწავლა-სწავლებაში. სიტუაციური ამოცანები, რომელსაც მოსწავლეს ვთავაზობთ დილემებით სწავლებისას, უცილობლად ამ მიზნებს ემსახურება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ამონაშვილი შ. „თავისუფალი არჩევანის უფლება’’ გაზეთი „თბილისი’’, 1988.

ბოჭორიშვილი მ. და სხვანი, მასწავლებლის წიგნი „დილემებით სწავლება’’, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბ. 1980.

კოგანი ი. პიროვნულ თვისებათა ფორმირების მეთოდილოგიის ზოგიერთი ასპექტი, „სკოლა და ცხოვრება’’, 1984 №10.

სუხომლინსკი ვ. „გულს ვუძღვნი ბავშვებს’’, „განათლება’’ თბ. 1980.

შავერდაშვილი ე. მოსიაშვილი თ. „ცოდნა და ღირებულებითი განათლება’’. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ. 2018.

Рубинштейн С. Л. Основы общей фсихологии, М. Гос Учебно-пед изд-во Наркомпроса РСФСР, 1940.

https://www.etaloni.ge/geo/main/index/83012

https://www.etaloni.ge/geo/main/index/97370

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

ბოჭორიშვილი მ. (2024). დილემებით სწავლების როლი სწავლა-სწავლებაში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 147–153. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.15

გამოცემა

სექცია

საგნის სწავლების მეთოდიკა

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.