ანოტაცია
სტატიის განხილვის საგანს წარმოადგენს სოციალური სატირა, რომლის მეშვეობითაც ოსკარ უაილდი თავის ზღაპრებში ვიქტორიანული საზოგადოების მანკიერებებს წარმოაჩენს. ემპირიულ მასალად გამოყენებულია ზღაპრები კრებულიდან “The Happy Prince and Other Tales.” აღნიშნული ნაწამოებები ლიტერატურული ზღაპრის ჟანრს მიეკუთვნება და ამ ჟანრის ყველა თვისებას ავლენს. ოსკარ უაილდის ზღაპრების სიუჟეტებს ყოველთვის ორიგინალურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ავტორის ინდივიდუალური, ნატიფი სტილი, მდიდარი წარმოსახვის უნარი და ლექსიკა მის ნაწარმოებებს უნიკალობას ანიჭებს. მათში, როგორც უაილდის მთელ შემოქმედებაში, ასახულია მწერლის ესთეტიკური პრინციპი „ხელოვნება ხელოვნებისთვის“, რომლის თანახმადაც ხელოვნება უპირველესად მშვენიერების შექმნას უნდა ემსახურებოდეს. თუმცა უაილდის ზღაპრები მშვენიერებასა და ჯადოსნურობასთან ერთად ვიქტორიანული მორალის მწვავე კრიტიკასაც იტევს: მათში გაკრიტიკებულია ფარისევლობა, მერკანტილიზმი, სნობიზმი, ამპარტავნება, უსაქმურობა, საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებულება, გონებაშზღუდულობა და ეგოიზმი. ამ თვისებების დასაგმობად ნაწარმოებებში მოხმობილია ალეგორია, ირონია, პარადოქსი და სხვა მხატვრული ხერხები.
წყაროები
• უაილდი ო., „ბროწეულის სახლი“, თარგმნეს ინგლისურიდან ქეთევან კანდელაკმა და ნათელა ჩიგოგიძემ. საბჭოთა მწერალი, თბილისი 1960.
• ფანჯიკიძე დ., „თარგმანის თეორია და პრაქტიკა“, „განათლება“, თბილისი, 1988.
• ჭილაია რ., „ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები“, თბილისი, 1984.
• Wilde, O., Fairy Tales by Oscar Wilde, Moscow, Progress Publishers 1979.
• Ransome, A. (2011). Oscar Wilde: A critical study. https://www.gutenberg.org/files/36017/36017-h/36017-h.htm
• Wilde O. (1979). Fairy tales. Progress Publishers. (Original work published 1888)
• Wilde, O. (2016). The decay of lying. https://www.berfrois.com/2016/0Wilde’s 8/oscar-wilde-arts-rough-material/ (Original work published 1891)
• Wilde O. (2018). The Fairy Tales of Oscar Wilde, Arion Press
• Wilde O. (2021). The happy prince and other tales. https://www.gutenberg.org/files/902/902-h/902-h.htm (Original work published 1888)
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები